„გაზეთი არ დაარიგოთ“ - დაკავებული დემონსტრანტების ახლობლებს პოლიცია აეროპორტში არ უშვებს
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
„შიგნით ვერ შეხვალთ! შიგნით ვერანაირ ბუკლეტს ვერ დაარიგებთ! გამორიცხულია! გარეთ შეგიძლიათ დაარიგოთ... სტიკერი არ გააკრათ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვიყენებთ კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს“, - უთხრა პოლიციელმა მათ.
დაპატიმრებული დემონსტრანტების ოჯახის წევრებთან ერთად მსგავს აქტივობებში მუდმივად მონაწილეობს პოლიტიკოს თეონა ჭალიძე, რომელიც პოლიციას გამოელაპარაკა:
„ჩვენ აქციას აქ არ ვმართავთ, არც რაიმეს გაკვრას ვგეგმავთ შიგნით... სინდისის პატიმრების ახლობლები და ოჯახის წევრები აქ მოვედით, რომ პოლიტპატიმრების ხმა და წერილები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წავიდეს“.
პოლიციელები დგანან აეროპორტის შესასვლელთან.
„შიგნით არ გადაადგილდეთ“ - უთხრა მათ პოლიციელმა.
რაზეც დაპატიმრებული ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზვიად ცეცხლაძემ რეპლიკით მიმართა: „შიგნით რომ შევიდე, ყავა დავლიო და ტუალეტით ვისარგებლო, რა დაშავდება?!“
„შიგნით ვერ შეგიშვებთ“ - გაიმეორა პოლიციელმა.
„რა ყავას სვამთ, გამოგიტანთ“, - უთხრა პოლიციელმა თეონა ჭალიძეს.
გაზეთს „თავისუფლების ხმა ციხიდან“, რომელიც პატიმრობაში მყოფი დემონ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→