
ახალი ამბები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა უკანონო ტყითსარგებლობის 16 ფაქტი გამოავლინა
Commersant👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა უკანონო ტყითსარგებლობის 16 ფაქტი გამოავლინა - ინფორმაციას დეპარტამენტი ავრცელებს.„სამართალდარღვევები დაფიქსირდა კახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, აჭარასა და გურიაში. ჯამში ამოღებულია დიდი ოდენობით უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის ხე-ტყე - 25 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის საშეშე მერქანი და 11 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი). მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. 2025 წელს, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია უკანონო ტყითსარგებლობის 1912 ფაქტი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და პრევენციულ ღონისძიებებს ატარებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე. ბრაკონიერო...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Commersant→