საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, ნადირობის სეზონის განმავლობაში, 720 სამართალდარღვევა გამოავლინა
ბიზნესპრესნიუსი
•25 დეკემბერი, 2025•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️3
📰 სტატიის მონაკვეთი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნადირობის სეზონის გახსნიდან 4 თვეში, 2025 წლის 23 აგვისტოდან 23 დეკემბრის ჩათვლით, 720 სამართალდარღვევა გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამართალდარღვევების უმრავლესობა აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით ნადირობის ფაქტია, 6 ფაქტი კი, უკანონო ნადირობის, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
„ნადირობის სეზონის გახსნიდან 4 თვეში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ამოღებულია 590 უკანონო საშუალება - ფრინველების მოსაზიდი ხმოვანი მოწყობილობა ე.წ. მანოკი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს ბრაკონიერობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გა...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→