
ახალი ამბები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2025 წელს უკანონო ტყითსარგებლობის 1912 ფაქტი გამოავლინა
Commersant👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
2025 წელს, წინა წელთან შედარებით, ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტები დაახლოებით 13%-ით შემცირდა. რაც შეეხება ბოლო 5 წლის სტატისტიკას, 2021 წელთან შედარებით, 2025 წელს, უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები 50,47%-ითაა შემცირებული. 2025 წლის 01 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, გამოვლენილი უკანონო ტყითსარგებლობის 1912 ფაქტიდან 1430 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 482 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 169 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.2025 წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით დალუქულია 62 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. ბუნებრივი რესურსების დაცვა და ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ; მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხა...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Commersant→