მსოფლიო
გაერთიანებული სამეფო უკრაინისთვის ახალ შორ მანძილზე მოქმედ ბალისტიკურ რაკეტას აწარმოებს
Tabula
•12 იანვარი, 2026•ავტორი: Tabula👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
გაერთიანებული სამეფოს მთავრობის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის საბრძოლო მოქმედებების მხარდასაჭერად ახალ შორ მანძილზე მოქმედ ბალისტიკურ რაკეტას განავითარებენ.
მთავრობის განმარტებით, პროექტი Nightfall-ის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტის საწარმოებლად, რომელსაც 200 კგ ქობინის 500 კმ-ზე მეტ მანძილზე ტარება შეეძლება.
"გასულ კვირაში განხორციელებული თავდასხმები მხოლოდ იმას აჩვენებს, თუ როგორ ფიქრობს პუტინი, რომ შეუძლია დაუსჯელად იმოქმედოს და მშვიდობიანი მოსახლეობის ტერიტორიებს ესხმოდეს თავს. სამშვიდობო მოლაპარაკებების სერიოზული წარმოების ნაცვლად, ის სერიოზულად აღრმავებს თავის უკანონო ომს. ჩვენ ამას არ შევეგუებით, სწორედ ამიტომ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, უკრაინელებს უახლესი იარაღი მივცეთ, რათა მათ წინააღმდეგობის გაწევა შეძლონ". - თქვა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ.
გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების მინისტრმა, ლუკ პოლარდმა კი აღნიშნა, რომ უსაფრთხო ევროპას ძლიერი უკრაინა სჭირდება, ახალი შორ მანძილზე მოქმედი ბრიტანული რაკეტები კი...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Tabula→