
ახალი ამბები
გაეროს უშიშროების საბჭო ორშაბათს სხდომას გამართავს ვენესუელაში აშშ-ის მოქმედების თაობაზე
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
გაეროს უშიშროების საბჭო ორშაბათს, 5 იანვარს გეგმავს სხდომის გამართვას - მას მერე, რაც 3 იანვარს აშშ-მა ვენესუელაზე მიიტანა იერიში და დაამხო მისი ავტორიტარი ლიდერი, ნიკოლას მადურო. გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში ამ ნაბიჯს აღიქვამს "სახიფათო პრეცედენტის" დამკვიდრებად.
15-წევრიანი საბჭოს სხდომის გამართვა კოლუმბიამ მოითხოვა, რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერით - დიპლომატების ამ სიტყვებს ავრცელებს სააგენტო როიტერსი. გაეროს უშიშროების საბჭო ამ დრომდე ორჯერ, ოქტომბერსა და დეკემბერში შეიკრიბა, აშშ-სა და ვენესუელას შორის დაძაბულობის გაღრმავების გამო.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 3 იანვარს განაცხადა, რომ ვენესუელას ვაშინგტონი მართავს "იმ დრომდე, სანამ ძალაუფლების უსაფრთხო, რიგიანი და კეთილგონივრული გადაცემა იქნება შესაძლებელი". ჯერჯერობით უცნობია როგორ გეგმავს ტრამპი ვენესუელის მართვის განხორციელებას.
გაეროში ვენესუელის ელჩი, სემიუელ მონჩადა უშიშროების საბჭოს შემდეგი განცხადებით მიმართავს - "ესაა კოლონიური ომი, რომლის მიზანია ხელისუფლების ჩვენი რესპუბლიკური ფორმის განადგურება,...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→