
მსოფლიო
გაერო-ში აშშ-ის ელჩის მოადგილე - რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე გაძლიერებულ თავდასხმებს ვგმობთ
👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე გაძლიერებულ თავდასხმებს ვგმობთ, - ამის შესახებ გაერო-ში აშშ-ის ელჩის მოადგილემ, ტემი ბრიუსმა უკრაინის საკითხზე გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„რამდენიმე დღის წინ, ამერიკელი დიპლომატები ევროკავშირისა და უკრაინის წარმომადგენლებს შეხვდნენ, ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის მიზნით მოლაპარაკებებში წინსვლის უზრუნველსაყოფად. პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობის წყალობით, ახლა შეთანხმებასთან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ომის დაწყების შემდეგ ნებისმიერ დროს. მიუხედავად ამისა, რუსეთმა უკრაინაზე მეტი თავდასხმა განახორციელა, მათ შორის ბირთვული შესაძლებლობების მქონე ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკის“ გამოყენებით“, - განაცხადა ბრიუსმა.
მისი თქმით, „რუსეთის ქმედება ომის გაფართოებისა და ესკალაციის რისკს შეიცავს“.
„ეს კიდევ ერთ საშიშ და გაუგებარ ესკალაციას წარმოადგენს. ჩვენ რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე უწყვეტ და გაძლიერებულ თავდასხმებს ვგმობთ. აღნიშნული თავდასხმები მშვიდობის მიღწევის მიზანს...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: InterPressNews→