
მსოფლიო
“გააძევეთ ისინი” - ტრამპმა ვენესუელას რუსეთთან და ჩინეთთან ეკონომიკური კავშირის გაწყვეტა მოსთხოვა
ბიზნესპრესნიუსი
•7 იანვარი, 2026•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ დელსი როდრიგესს მოსთხოვა, ქვეყნიდან რუსეთი, ჩინეთი, ირანი და კუბა „განდევნოს“ და მათთან ეკონომიკური კავშირი გაწყვიტოს. ამის შესახებ ABC News ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
ამერიკელები, ასევე, მოითხოვენ, რომ ვენესუელა ნავთობის წარმოებაში აშშ-სთან ექსკლუზიურ თანამშრომლობას დათანხმდეს და მძიმე ნედლი ნავთობის გაყიდვაში შეერთებულ შტატებს უპირატესობა მიანიჭოს. წყაროების ცნობით, ვენესუელას ხელისუფლებამ ეს მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს, რომ ვაშინგტონმა მას მეტი ნავთობის წარმოების უფლებას მისცეს.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიომ კონგრესის წევრებთან დახურულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვაშინგტონს შესწევს ძალა, აიძულოს ვენესუელა, გადადგას ეს ნაბიჯები, რადგან მისი ნავთობტანკერები გადავსებულია. რუბიოს თქმით, კარაკასს მხოლოდ რამდენიმე კვირა დარჩა, რომ ნავთობის მარაგის გაყიდვის გარეშე ფინანსურად გადახდისუუნარო გახდეს.
თავად პრეზიდენტ ტრამპის ბოლო განცხადებით, ვენესუელას დროებითი ხელისუფ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→