
მსოფლიო
ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 20%-ით შემცირდა
ბიზნესპრესნიუსი
•12 იანვარი, 2026•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
2025 წელს ევროპის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) მიერ რეგისტრირებული განაცხადების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, თითქმის, 20%-ით შემცირდა და, დაახლოებით, 780 200 შეადგინა. ინფორმაციას გაზეთი Welt am Sonntag ევროკომისიის წინასწარ ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 2025 წლის იანვრის დასაწყისიდან დეკემბრის შუა რიცხვებამდე ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში, ასევე, მის პარტნიორ შვეიცარიასა და ნორვეგიაში თავშესაფრის მიღების შესახებ, დაახლოებით, 780 200 განაცხადი დაფიქსირდა. ეს 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 20%-ით ნაკლებია. გაზეთი აღნიშნავს, რომ რაოდენობის შემცირების მთავარი ფაქტორი სირიის მოქალაქეების განაცხადების შემცირებაა.
ევროკომისიის მონაცემები როგორც პირველად, ასევე, განმეორებით განაცხადებს მოიცავს. საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი, ანუ, დაახლოებით 149 100 განაცხადი გერმანიამ მიიღო. შემდეგი საფრანგეთი (148 600), ესპანეთი (137 300) და იტალიაა (125 800).
იანვრის დასაწყისში გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებელთა შედინების...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→