მსოფლიო
ევროპა და აფრიკა ერთმანეთს წყალქვეშა მეგა გვირაბით დაუკავშირდება
ბიზნესპრესნიუსი
•18 დეკემბერი, 2025•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
გიბრალტარის სრუტის ქვეშ სარკინიგზო გვირაბი აშენდება, რომელიც მაროკოს ესპანეთთან დააკავშირებს. ინფორმაციას The Olive Press ავრცელებს.
ესპანეთის მთავრობის დაკვეთით, გერმანელი სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ამ სრუტის ქვეშ გვირაბის გაყვანა თანამედროვე ტექნოლოგიებით შესაძლებელია. ესპანეთის ხელისუფლებამ სპეციალისტებს მომავალი წლის ბოლომდე პროექტის გეგმის შემუშავება დაავალა, რომ მთავრობამ პროექტი 2027 წლისთვის დაამტკიცოს.
14-კილომეტრიანი გიბრალტარის სრუტის ქვეშ გვირაბის მშენებლობა “ევროგვირაბის” სქემას გაიმეორებს, რომელიც დიდ ბრიტანეთს საფრანგეთთან ლა-მანშის სრუტის გავლით აკავშირებს.
გეგმის მიხედვით, ეს ცალმხრივი მოძრაობის ორმაგი გვირაბი იქნება. მისი შესასვლელი და გასასვლელი წერტილები კადისის პროვინციის პუნტა-პალომაში და ტანჟერის ახლომდებარე კონცხ მალაბატაში მოეწყობა. ეს იმას ნიშნავს, რომ გვირაბი სრუტის ყველაზე ვიწრო ნაწილზე კი არა, არამედ მის დასავლეთით გაივლის. გვირაბის საერთო სიგრძე, დაახლოებით, 42 კილომეტრი იქნება, საიდანაც, თითქმის, 28 კილომეტრი წყლის ქვეშ გაი...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→