
ახალი ამბები
„ევრონიუს ჯორჯია“ ადგილობრივი ამბების გაშუქებას წყვეტს
Civil Georgia👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
„ევრონიუს ჯორჯიამ“, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა, განაცხადა, რომ ადგილობრივი მოვლენების გაშუქებას წყვეტს და მხოლოდ საერთაშორისო რეპორტაჟებით შემოიფარგლება, ვინაიდან ვერ ახერხებს საოპერაციო ხარჯებისა და ფრანშიზის ხელშეკრულებით შესასრულებელი ფინანსური ვალდებულებების დაფარვას.
არხმა მაუწყებლობა 2020 წელს დაიწყო მას შემდეგ, რაც 2019 წელს ხელმოწერილი ფრანშიზის ხელშეკრულება გაფორმდა ქართულ საკომუნიკაციო გიგანტ Silknet-სა და საფრანგეთში დაფუძნებულ საერთაშორისო საინფორმაციო ქსელ Euronews-ს შორის. საერთაშორისო ახალ ამბებთან ერთად, ის აუდიტორიას აწვდიდა ცნობებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ, სოციალურ და სხვა საკითხებზე.
„შპს სილქ მედიაში ფინანსური მდგომარეობის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ საქართველოში სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, ტელევიზიის მოქმედი სამაუწყებლო მოდელი ვერ უზრუნველყოფს საკმარისი ფინანსური რესურსის გენერირებას, ტელევიზიის საოპერაციო ხარჯების და Euronews SA-სთან გაფ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Civil Georgia→