
ახალი ამბები
ევროკავშირს TRIPP-ის მხარდაჭერა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მოდელის საფუძველზე შეუძლია - GCSP
ბიზნესპრესნიუსი
•5 იანვარი, 2026•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ევროკავშირს შეუძლია, TRIPP-ის („ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“) პროექტს იმავე სტრატეგიული ხედვით მიუდგეს, რომელიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) ნავთობსადენის მშენებლობას საფუძვლად დაედო.
ამის შესახებ ჟენევის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრის (GCSP) სტატიაში წერია, რასაც Report ავრცელებს.
კერძოდ, ცენტრის შეფასებით, „1990-იან წლებში აზერბაიჯანის შეზღუდული ფინანსური რესურსების მიუხედავად, ევროკავშირის, აშშ-ისა და საერთაშორისო კომპანიების პოლიტიკურმა მხარდაჭერამ და ინვესტიციებმა ბთჯ-ის პროექტი შესაძლებელი გახადა, რამაც ქვეყნის დამოუკიდებლობა, ასევე, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის რეგიონული თანამშრომლობა გააძლიერა.”
“ანალოგიურად, TRIPP დღეს მდგრად პოლიტიკურ, ტექნიკურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას ევროკავშირისა და აშშ-სგან მოითხოვს. ასეთი ჩართულობა ხელს შეუწყობს ევროკავშირის სავაჭრო და სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციას, გააძლიერებს რეგიონულ კავშირს და სამხრეთ კავკასიასა და კასპიის რეგიონში სამომავლო სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს საფუძველს ჩაუყრის...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→