
პოლიტიკა
ევროკავშირის საბჭომ უკრაინისა და მოლდოვის შეფასების დოკუმენტიდან ამოიღო მუხლები კორუფციასა და ადამიანის უფლებებზე
👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ევროკავშირის საბჭომ უკრაინისა და მოლდოვის შეფასების დოკუმენტიდან ამოიღო მუხლები კორუფციასა და ადამიანის უფლებებზე.
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობამ გაფართოებასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ დასკვნები გამოაქვეყნა, სადაც საქართველოზეც არის საუბარი.
დოკუმენტი ეხება ასევე უკრაინასა და მოლდოვასაც, თუმცა აღსანიშნავია, რომ უკრაინის შემთხვევაში საერთოდ არ არის ჩანაწერი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მხრივ არსებულ მდგომარეობაზე. სხვა ქვეყნების შემთხვევაში მიმოხილულია ექვსივე თავი, უკრაინას კი მხოლოდ ოთხი თავი ეძღვნება და საერთოდ გამოტოვებულია ის თავები, რომელიც სწორედ კორუფციასა და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ეხება.
საგულისხმოა, რომ გაფართოების შესახებ დოკუმენტში მოლდოვის შემთხვევაშიც გამოტოვებულია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ თავები.
აღსანიშნავია, რომ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, უკრაინაშიც და მოლდოვაშიც კორუფციისა წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით სავალალო მდგომარეობაა და სწორედ ამ თემებს აარიდა თავი ევროკავშირის საბჭომ გაფართოების შესახებ ანგარიშში.
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Imedi News→