
მსოფლიო
ევროკავშირი „უსაფრთხო ქვეყნების“ სიას ქმნის, რომელშიც შესაძლოა საქართველოც შევიდეს
Civil Georgia👁️3
📰 სტატიის მონაკვეთი
ევროკავშირის ინსტიტუტები ბლოკის ისტორიაში პირველად „უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების“ ერთიანი სიის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომელშიც შესაძლოა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნებიც შევიდნენ, მათ შორის საქართველო. ამგვარი ნაბიჯი ქართველ თავშესაფრის მაძიებლებს საერთაშორისო დაცვაზე წვდომას გაურთულებს.
18 დეკემბერს, ევროკავშირის საბჭოს დანიის თავმჯდომარეობამ და ევროპარლამენტმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას ახალი ჩარჩოს შესახებ, რომელიც ბანგლადეშს, კოლუმბიას, ეგვიპტეს, ინდოეთს, კოსოვოს, მაროკოსა და ტუნისს „უსაფრთხო ქვეყნებად“ გამოაცხადებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პირდაპირ არ არის დასახელებული, დოკუმენტში ნათქვამია, რომ სიაში ასევე შევლენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა 2023 წლის დეკემბერში გახდა.
ამგვარი გამონაკლისებია სიტუაციები, როდესაც მიმდინარეობს საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტი, როდესაც ევროკავშირმა მიიღო „შემზღუდავი ზომები“ ქვეყნის წინააღმდეგ „ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან დაკავ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Civil Georgia→