
ახალი ამბები
ერაყმა “ლუკოილის” აქტივების ნაციონალიზაცია მოახდინა
ბიზნესპრესნიუსი
•9 იანვარი, 2026•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ერაყის მთავრობამ დასავლეთ ყურნა-2-ის საბადოს ოპერატორის ნაციონალიზაცია დაამტკიცა, რომლის 75% “ლუკოილს” ეკუთვნის. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
სააგენტოს ორი წყაროს ცნობით, სახელმწიფო კომპანია, Basra Oil საბადოს კონტროლს 12 თვის განმავლობაში გადაიბარებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ვიდრე ერაყში აშშ-ის სანქციების გამო გაურკვევლობაა, შეუფერხებელ წარმოებას უზრუნველყოფენ, ხოლო 12 თვის განმავლობაში „ლუკოილის“ წილის შესაძენად პოტენციურ მყიდველს მოძებნიან.
დასავლეთ ყურნა-2 მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობსაბადოა, რომელიც გლობალური ნავთობის მარაგის, დაახლოებით, 0.5%-სა და ერაყის წარმოების 9%-ს შეადგენს.
ნოემბერში „ლუკოილმა“ საბადოზე ფორსმაჟორული მდგომარეობა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც მთავრობამ კომპანიისთვის ნაღდი ფულითა და ნავთობით ყველა გადახდა შეაჩერა. „ლუკოილმა“ რუსეთის ფარგლებს გარეთ კუთვნილი აქტივები 17 იანვრამდე უნდა გაყიდოს. ეს აშშ-ის მიერ დაწესებული ზღვრული ვადაა, რომელმაც „ლუკოილისა“ და „როსნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები ოქტომბრის ბოლოს გამოაცხადა.
„ლუკოილმა“ დასავლეთ ყურნა-2-ის განვ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→