
ბიზნესი
ეკონომიკის სამინისტრო: 2025 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები 8 მლნ-მდე მგზავრს მოემსახურა, რაც რეკორდული მაჩვენებელია
👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში რეკორდული იყო როგორც მგზავრთნაკადი, ისე ფრენების რაოდენობა. მონაცემებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
„იანვარ-ნოემბერში საქართველოს აეროპორტები 8 მლნ-მდე (7 863 534) მგზავრს მოემსახურნენ, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში არსებული მგზავრთნაკადის (6 908 493) რაოდენობას 14%-ით აღემატება. საანგარიშო პერიოდში განხორციელებული რეგულარული რეისების რაოდენობამ 26 855 ავიარეისი შეადგინა, ხოლო ჩარტერული ფრენების რაოდენობამ - 8 250. ჯამურად, 11 თვეში შესრულებული ავიარეისების რაოდენობა (35105) 18%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენების (29 871) რაოდენობას, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 4 981 865 მგზავრს, რითაც ზრდამ 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში 13% შეადგინა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო 1 692 513 მგზავრი, რაც 7%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას. ყველაზე მაღალი ზრდა ბათუმ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Imedi News→