
ახალი ამბები
დონეცკის სასამართლომ ქართველ ექიმს დაუსწრებლად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
Civil Georgia👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის ოლქის სასამართლომ 28 წლის საქართველოს მოქალაქე ნინო კახნიაშვილს დაუსწრებლად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალად ედება უკრაინის მხარეს „დაქირავებულ მებრძოლად“ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა. კახნიაშვილი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მისი როლი უკრაინაში მხოლოდ სამედიცინო დახმარების გაწევით შემოიფარგლებოდა.
დონეცკის დე ფაქტო პროკურატურის განცხადების თანახმად, კახნიაშვილი უკრაინაში 2022 წლის აპრილში ჩავიდა და ნებაყოფლობით შეუერთდა საქართველოს ეროვნულ ლეგიონს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მან საბრძოლო მომზადება გაიარა და 2022 წლის სექტემბრამდე რუსული ძალების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობდა.
პროკურატურის თქმით, იგი მოგვიანებით საქართველოში გაემგზავრა მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ უკრაინის სარდლობამ გადაწყვიტა „ქართველი მებრძოლების აქტიურად განლაგება ფრონტის ხაზზე კონტრშეტევის დროს“. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ის საბრძოლო მოქმედებების ზონაში 2023 წლის გაზაფხულზე დაბრუნდა და იქ 2025 წლის ივნისამდე დარჩა. ამ პერიოდის...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Civil Georgia→