დონალდ ტრამპმა მადლობა გადაუხადა ირანის ხელმძღვანელობას "დაგეგმილი ჩამოხრჩობის" გაუქმებისთვის
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 16 იანვარს ირანის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ თეირანმა გააუქმა სასტიკი რეპრესიების დროს დაკავებული ასობით დემონსტრანტის სიკვდილით დასჯა.
ირანს საჯაროდ არ გამოუცხადებია ასეთი სიკვდილით დასჯის გეგმები და არც მათი გაუქმების შესახებ განუცხადებია, წერს Reuters-ის საგენტო.16 იანვარს, როგორც ირანელები იტყობინებიან, ირანის მთავრობის სისხლიანმა რეპრესიებმა, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე საპროტესტო აქციები ზოგადად ჩაახშო. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომლის განმეორებითი მუქარის შემცველი სიტყვებში, შედიოდა პირობა, რომ „ძალიან მკაცრ ზომებს მიიღებდა“, თუ ირანი დემონსტრანტებს სიკვდილით დასჯიდა, განაცხადა, რომ თეირანის მმართველებმა მასობრივი ჩამოხრჩობები გააუქმეს.„მე დიდ პატივს ვცემ იმ ფაქტს, რომ ირანის ხელმძღვანელობამ გააუქმა ყველა დაგეგმილი ჩამოხრჩობა, რომელიც გუშინ უნდა შემდგარიყო (800-ზე მეტი). გმადლობთ!“ - დაწერა ტრამპმა თავის Truth Social ქსელში.
ტრამპი ბოლო ორი კვირის განმავლობაში არაერთხელ დაემუქრა ირანს სამხედრო ძალის გა...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→