
მსოფლიო
დონალდ ტრამპი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ირანი 26 წლის დემონსტრანტს სიკვდილით აღარ დასჯის - ეს კარგი ამბავია
👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ეს კარგი ამბავია, - ასე ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ირანი საპროტესტო აქციებზე დაკავებულ 26 წლის დემონსტრანტს, ერფან სოლტანის სიკვდილით აღარ დასჯის.
დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში Fox News-ის ციტირება მოახდინა, თუმცა კონკრეტული სტატიის ბმული არ გაუზიარებია.
„Fox News: „პრეზიდენტ ტრამპის გაფრთხილებების შემდეგ ირანელ დემონსტრანტს სიკვდილით აღარ დასჯიან. ასევე, სხვებსაც“. ეს კარგი ამბავია. იმედია ეს გაგრძელდება“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
შეგახსენებთ, დღეს ირანის სასამართლომ განაცხადა, რომ ერფან სოლტანის ბრალი წაუყენეს „ქვეყნის შიდა უსაფრთხოების წინააღმდეგ შეთქმულებისა და რეჟიმის წინააღმდეგ პროპაგანდული საქმიანობისთვის“, რაც სიკვდილით დასჯას არ ითვალისწინებს.
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: InterPressNews→