
ახალი ამბები
დონალდ ტრამპი: მადურო, ცოლთან ერთად, გაყვანილია ვენესუელიდან
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth-ში წერს, რომ ვენესუელის ლიდერი, ნიკოლას მადურო, თავის ცოლთან ერთად გაიყვანეს ქვეყნიდან.
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარმატებით მიიტანეს ფართომასშტაბიანი დარტყმა ვენესუელასა და მის ლიდერზე, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროზე, რომელიც თავის ცოლთან ერთად იქნა დაკავებული და თვითმფრინავით გაყვანილი ქვეყნიდან. ეს ოპერაცია განხორციელდა აშშ-ის სამართალდამცველი ორგანოების ჩართულობით“, - წერია დონალდ ტრამპის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ტექსტში მითითებულია ასევე, რომ დეტალები გასაჯაროვდება 11:00 საათზე, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში დაგეგმილ პრესკონფერენციაზე.
CBS News-ი, აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ მადუროს დაკავებაში მონაწილეობდნენ ამერიკელი სამხედროები, სპეცდანიშნულების ელიტურ დანაყოფ - Delta-ს ჩართულობით.
მანამდე, 3 იანვარს დილიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია ვენესუელის ტერიტორიაზე მიტანილი სამხედრო იერიშის შესახებ, რაშიც ნიკოლას მადურო აშშ-ის სდებდა ბრალს.
ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში აფეთქებების ხმა ისმის - ამის შესახებ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→