
ახალი ამბები
დიდ დიღომში კიდევ ერთი სკვერი მოეწყო – თბილისის მერია
Commersant👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
დიდ დიღომში, როსტევანისა და ასმათის ქუჩების კვეთაზე სკვერი მოეწყო. ნახევარ ჰექტარ ტერიტორიაზე განთავსდა სასეირნო და ველობილიკები, დასასვენებელი პავილიონი და სკეიტ მოედანი.დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე კახა აბულაძესთან ერთად გაეცნო.„დიდ დიღომში კიდევ ერთი რეკრეაციული პროექტი დავასრულეთ. ახალი სკვერი, დაახლოებით, ნახევარ ჰექტარ ტერიტორიაზეა გაშენებული, სადაც მოეწყო სკეიტ მოედანი, ატრაქციონები, მოსასვენებელი პავილიონები, განათებისა და სარწყავი სისტემები. ირგვლივ ძალიან ბევრი საცხოვრებელი კორპუსია და პირველ რიგში, აქ მცხოვრებ მოქალაქეებს ექნებათ სივრცე, სადაც შეძლებენ დასვენებას, გართობას, სეირნობას. ჩვენ განვაგრძობთ ყველა რაიონსა და უბანში შესვლას. 2026 წელი იქნება განსაკუთრებული სხვადასხვა პროექტის განხორციელების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, რეკრეაციული სივრცეების მოწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ჩვენი გუნდისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.პროექტის ფარგლებში, ასევე მოეწყო სატრენაჟორო სივრცე და დამონტაჟდება LED განათება. ტერიტორია გამწვანდა და დაირგო...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Commersant→