
ახალი ამბები
დიდ ბრიტანეთში არაჯანსაღი საკვების რეკლამირება აიკრძალა
ბიზნესპრესნიუსი
•5 იანვარი, 2026•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
დღეიდან დიდ ბრიტანეთში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც არაჯანსაღი საკვების (junk food-ის) რეკლამას ტელევიზიით საღამოს 9 საათამდე, ხოლო ონლაინ-რეჟიმში მთლიანად კრძალავს. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
ბრიტანეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ ამ გზით ბავშვთა სიმსუქნის კრიზისს გაუმკლავდება.
ახალი წესების თანახმად, რეკლამირების აკრძალვა 13 კატეგორიაზე, ძირითადად, ცხიმის, შაქრისა და მარილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებზე ვრცელდება.
მათ შორის არის შაქრიანი გამაგრილებელი სასმელები, მარილიანი სნეკები, საკონდიტრო ნაწარმი, კერძოდ, შოკოლადი და კანფეტი, ასევე, ნაყინი, ნამცხვრები, ტკბილი ორცხობილა და ბატონები, კრუასანის ტიპის ცომეული და ვაფლები, დატკბილული იოგურტები, პიცა, კარტოფილის ჩიფსები და სხვა.
მეტიც, რეკლამის აკრძალვა ზოგიერთ ისეთ პროდუქტსაც შეეხო, რომელიც, ზოგადად, ჯანსაღად აღიქმება. ეს არის „ნებისმიერი სახის სენდვიჩი“ და „ყველა პროდუქტი, რომელიც, ძირითადად, საუზმის განყოფილებაშია,“ როგორიც, მაგალითად, ბურღულეული და მიუსლია.
აკრძალვა არ ვრცელდება ბრენდის რეკლამაზე, თუ ის კონკრეტულ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→