
სპორტი
დღეს თბილისში, „ალილოს“ ტრადიციული მსვლელობა გაიმართება, რის გამოც დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
ბიზნესპრესნიუსი
•7 იანვარი, 2026•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით „ალილოს“ ტრადიციული მსვლელობა გაიმართება, რის გამოც დღეს, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
მათივე ცნობით, მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან 14:00 საათზე დაიწყება და 16:00 საათამდე გაგრძელდება, რა დროსაც ავტომობილები გადაადგილებას ალტერნატიული ქუჩების გამოყენებით შეძლებენ.
„მერაბ კოსტავას ქუჩიდან გიორგი ახვლედიანისა და ლეო ქიაჩელის ქუჩებზე მოხვედრა ვაშლოვანისა და ია ეკალაძის ქუჩების გამოყენებით იქნება შესაძლებელი. ასევე, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები, ნაცვლად პირველი რესპუბლიკის მოედნისა, გადაადგილებას მხოლოდ რუსთაველის გამზირის გავლით შეძლებენ.
პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება გიორგი ლეონიძის, პავლე ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და რევაზ თაბუკაშვილის ქუჩების გამოყენებით; პეტრე მელიქიშვილის გამზირიდან მთ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→