ბიზნესი
„დღეს რეალურად მუშაობს 3-4 ადამიანი, თუ ამ დარგს სამინისტრო არ გვეღირსება, იქნებ ენერგეტიკის დეპარტამენტი მაინც გავზარდოთ“
ბიზნესპრესნიუსი
•15 დეკემბერი, 2025•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
„დღეს ენერგეტიკის დეპარტამენტში რეალურად მუშაობს 3-4 ადამიანი, თუ ამ დარგს სამინისტრო არ გვეღირსება, იქნებ დეპარტამენტი მაინც გავზარდოთ“,- ამის შესახებ მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი მარგებაძე „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ენერგეტიკის მიმართულება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში უმნიშვნელოვანესია, საჭიროა ადამიანური რესურსის ზრდა.
ამასთან, როგორც გიორგი მარგებაძემ აღნიშნა, სახელმწიფოს გადაწყვეტილება, რომ ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას ფინანსური ამნისტია შეეხოს, კარგია, თუმცა, ეს დასაწყისია და ამის აღსრულებას ასევე დამატებითი რესურსი სჭირდება.
შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას, კონკრეტული დათქმით, სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი, ჯამში 1 მლრდ ლარის მოცულობის ჯარიმა ჩამოეწერება.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის თქმით, განახლებული ვადების დარღვევის შემთხვევაში, სრულად დაეკისრებათ ახლად დაგროვილი პირგასამტეხლოს და...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→