
საზოგადოება
„დღემდე ვსწავლობ ქართულს“ - თემურ ხვინგია, ქართველი ხელოვანი ესტონეთიდან
Radio Tavisupleba👁️2
📰 სტატიის მონაკვეთი
„ჩემი კოლხეთი – ოქროს საწმისის კვალდაკვალ“ - ასე ჰქვია გრაფიკულ პროექტს, რომელიც მან ფესტივალ „ანაბეჭდი#9-ზე“ ჩამოიტანა.
დარბაზში ხელით ბეჭდვის უძველესი, ტრადიციული და თანამედროვე ტექნიკებით შექმნილი ნამუშევრებია გამოფენილი.
„ფესვების ძიება, კოლხეთი სამეფო, მითოლოგია ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო", - უთხრა ავტორმა რადიო თავისუფლებას.
თემურ ხვინგია ესტონეთში დაიბადა და გაიზარდა. მამა აფხაზეთიდან იყო და 70-იან წლებში საცხოვრებლად ესტონეთში გადასახლდა. დედით უკრაინელია. ბავშვობაში სოხუმში ხშირად ჩადიოდა, მერე ომი დაიწყო.
თემურ ხვინგია: ერთი პერიოდი ვცხოვრობდით კიდეც სოხუმში, იქ დიდი სახლი მქონდა. ძალიან ინტერნაციონალური ქუჩა იყო. მახსოვს სოხუმი, ზღვა, მაგრამ ბავშვის მეხსიერება მაინც მინიმალისტურია.
ომის დაწყებამდე ორი დღით ადრე ბაბუა გარდაიცვალა და მამაჩემი მის დასაკრძალად აფხაზეთში წავიდა. ძალიან მინდოდა გავყოლოდი, მაგრამ არ წამიყვანეს.
რადიო თავისუფლება: როგორ დაგამახსოვრდათ ომი?
თემურ ხვინგია: მაშინ რთული დრო იყო, საბჭოთა კავშირის დაშლა, 90-იანი წლები, თან მშობლებიც დაშორდნენ ერ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→