
ბიზნესი
დღეიდან პენსია 20 ლარით გაიზრდება, პრემიერისა და პრეზიდენტის ხელფასი - 1400-ით
Radio Tavisupleba👁️3
📰 სტატიის მონაკვეთი
2026 წლის ბიუჯეტის დოკუმენტის მიხედვით, რომელიც პარლამენტის ვებსაიტზე უკვე ატვირთულია, პენსია იზრდება:
საქართველოს კანონმდებლობით, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მოსამართლეების ხელფასები ფიქსირებული არ არის. ის ყოველწლიურად ხელახლა განისაზღვრება და გამოითვლება ორი ფაქტორით: საბაზისო ხელფასისა და პარლამენტის მიერ დადგენილი კოეფიციენტის ნამრავლით. კოეფიციენტები უცვლელია, საბაზისო ხელფასი კი ყოველ წელს თავიდან დგინდება და ბიუჯეტში აისახება.მაგალითად, წელს საქართველოში საბაზისო ხელფასი 1460 ლარია, მომავალ წელს კი 1600 იქნება.
2025 წლის 1 იანვრამდე პარლამენტის წევრის ხელფასი 4624 ლარი იყო, თუმცა „ქართული ოცნების“ მიღებულმა კანონმა, პირველ ეტაპზე, ის 2,5-ჯერ გაზარდა.
კანონი, რომელიც მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მოსამართლეების ხელფასების ყოველწლიურ ზრდას ითვალისწინებს, 2024 წლის მარტში მიიღეს.
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→