
ახალი ამბები
დღეიდან ოქროს ზოდების შემოტანაზე დღგ-ს გადასახადი მოიხსნა
Radio Tavisupleba👁️3
📰 სტატიის მონაკვეთი
საქართველოში დამატებული ღირებულების გადასახადი 18%-ია.
ოქროს ზოდების შემოტანაზე კანონის ლიბერალიზაციის ინიციატორი ფინანსთა სამინისტრო იყო. უწყება ამტკიცებდა, რომ სხვა პროდუქტების მსგავსად ოქროზე დღგ-ს გადასახადის არსებობა „ასუსტებს საქართველოს, როგორც ოქროს რეგიონული ჰაბის, პოტენციალს და ხელს უშლის საინვესტიციო მიზნის მქონე საქონლის იმპორტს“.
კანონში დაემატა „საინვესტიციო ოქროს“ ცნება, რომელიც განიმარტება ასე: "ზოდი ან ფირფიტა არანაკლებ 995/1000-ის სინჯით. აგრეთვე ოქროს მონეტა, რომელიც დამზადებულია არანაკლებ 900/1000 სინჯის ოქროსაგან, გამოშვებულია 1800 წლის შემდეგ და გამოიყენება/გამოიყენებოდა ფულად-საგადახდო საშუალებად გამოშვების ქვეყანაში“.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში მოყვანილი სტატისტიკური მონაცემებით, 2023-2024 წლების განმავლობაში იმპორტირებული საინვესტიციო ოქროს ღირებულება 194 500 ლარი იყო, საიდანაც 35 000 დღგ-ზე მოდიოდა.
ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი 17 დეკემბერს „TV პირველთან“ საუბრის დროს აცხადებდა, რომ ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს დაახლოებით 100-მდე ადამიანი, რომლებსაც...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→