
მსოფლიო
დასტურდება, რომ ქართველია აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის კაპიტანი - "ქართველი მეზღვაურების უმეტესობა მუშაობს რუსეთის ტვირთებზე"
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
7 იანვარს, აშშ-ის ოფიციალური პირები იტყობინებოდნენ ეკიპაჟის წევრების სისხლის სამართლის წესით გასამართლების გეგმის შესახებ. მათ სანქცირებული ტანკერით სანქცირებული ნავთობის გადაზიდვაში ედებათ ბრალი.
ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული რა ეტაპზეა გამოძიება და როდის გაიმართება სასამართლო პროცესი.
9 იანვარს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვის მიმართვის საფუძველზე, აშშ-ის პრეზიდენტმა გაათავისუფლა ტანკერის ეკიპაჟის 2 რუსი წევრი და ისინი მალე დაბრუნდებიან სამშობლოში.
რა ბედი ელით საქართველოს მოქალაქეებს, ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. პასუხები ვერც საქართველოს ოფიციალური უწყებებისგან მივიღეთ.
ბოლო დაზუსტებული ცნობებით, BELLA 1-ს [Marinera] ეკიპაჟს წარმოადგენდა: 17 უკრაინელი, 6 ქართველი, 3 ინდოელი და 2 - რუსი.
მეზღვაურები გვეუბნებიან, რომ აშშ-ის მიერ დაკავებულ ტანკერს BELLA 1 [Marinera] 47 წლის კაპიტანი, ავთანდილ კალანდაძე მართავდა - გამოცდილი მეზღვაური, პროფესიონალი. მას 7 იანვრის შემდეგ ვერავინ უკავშირდება.
ამ დრომდე (13 იანვარი, 2026) დაუდგენელია ეკიპაჟის სხვ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→