დანიაში ათასობით მოქალაქე მივიდა გრენლანდიის მხარდასაჭერ აქციაზე
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
სააგენტო Reuters-ის თანახმად, დემონსტრანტები სკანდირებდნენ ლოზუნგებს "გრენლანდია არ იყიდება", მათ ხელში ეჭირათ ტრანსპარანტები წარწერებით "ხელები შორს გრენლანდიისგან", "სოლიდარობა!", ასევე კუნძულის დროშები.
აქციების ფონია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ახალი მუქარა, რომ ის დამატებით გადასახადებს დაუწესებს ქვეყნებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან გრენლანდიაზე ამერიკელთა კონტროლს.
კოპენჰაგენში იმყოფება აშშ-ის დელეგაცია, რომლის წევრებიც იქ ჩავიდნენ დანიისა და გრენლანდიის ლიდერებთან შესახვედრად. დელეგაციის ხელმძღვანელმა, სენატორმა კრის კუნსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ პატივს სცემს დანიას და ნატოს "იმ ყველაფრისთვის, რაც ერთად გავაკეთეთ". "იმედი მაქვს დანიის სამეფოს ხალხი უარს არ იტყვის თავის რწმენაზე ამერიკელი ხალხის მიმართ" - თქვა სენატორმა.
დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა თავისი სურვილი კონტროლი მოიპოვოს გრენლანდიაზე. პირველად ეს იდეა მან წამოაყენა 2019 წელს, პრეზიდენტობის პირველ ვადაში. ტრამპი ამტკიცებდა, რომ გრენლანდია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკელი სამხედროებისთვის...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→