დააკავეს ნეონაცისტური ჯგუფის 16 წევრი, მათ შორის 10 არასრულწლოვანი - შსს
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
„[დაკავებულები] ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირებზე... ძალადობრივი ჯგუფის წევრები თავს მოიხსენიებდნენ ნეონაცისტებად და ხელმძღვანელობდნენ ფაშიტური იდეოლოგიით. გავლენების გაზრდისა და ცნობადობის მოპოვების მიზნით ისინი რადიკალურ დამოკიდებულებას იჩენდნენ მსხვერპლთა მიმართ. განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ მათ, ვინც მათ იდეოლოგიას არ ეთანხმებოდა“, - თქვა მან.
No media source currently available
ვაჟა სირაძემ აღნიშნა, რომ ძალადობის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებშიც ვრცელდებოდა. დაზარალებულია 10-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ოთხი არასრულწლოვანია.
შსს საქმეს იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის 144 -ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით. საქართველოს კანონმდებლობით, არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობა ისჯება 10 წლამდე პატიმრობით.
ვაჟა სირაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების ორი ლიდერი ლევან აბესაძე და დავით ჯაფაროვი მსგავსი ბრალდებით სასჯელს იხდიან:
„მათთან ერთად ა...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→