მსოფლიო
CNN: ირანში აქციებზე დაკავებული ერფან სოლთანი ცოცხალია და ოჯახის წევრებს შეხვდა
Tabula
•18 იანვარი, 2026•ავტორი: Tabula👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
CNN წერს, რომ ირანში აქციაზე დაკავებული 26 წლის ერფან სოლთანი სიკვდილით დასჯის შიშების ფონზე ცოცხალია, ფიზიკურად ჯანმრთელია და მას საკუთარ ოჯახთან შეხვედრის უფლება მისცეს. სოლთანს ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაცია, Hengaw-ის წარმომადგენლებიც შეხვდნენ.
როგორც CNN-თან საუბრისას სოლთანის ნათესავმა თქვა, ირანში მცხოვრები ოჯახის წევრებისგან შეიტყო, რომ ისინი სოლთანს შეხვდნენ. Hengaw-ის წარმომადგენელმა ასევე დაადასტურა, რომ სოლთანი ცოცხალია და ფიზიკურად ჯანმრთელია.
ცნობისთვის, სასამართლოს მიხედვით, სოლთანის "ქვეყნის შიდა უსაფრთხოებასთან დაპირისპირებასა და რეჟიმის წინააღმდეგ პროპაგანდისტულ აქტივობებში ედება ბრალი". თუმცა, აღნიშნული ბრალდება, დამტკიცების შემთხვევაში, სიკვდილით დასჯას არ ითვალისწინებს.
მანამდე, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ერფან სოლთანის რეჟიმმა სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.
ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაცია Hengaw-ზე დაყრდნობით ირანის ადამიანის უფლებათა დოკუმენტაციის ცენტრი (IHRDC) წერს, რომ რეჟიმის წარმომადგენლებმა სოლთანის ოჯახ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Tabula→