ბიზნესი
„ჩვენს ქსელურ მარკეტებში კვერცხის მარაგები შეივსო - პრობლემა აღმოფხვრილია“ - რითეილ ასოციაცია
ბიზნესპრესნიუსი
•11 დეკემბერი, 2025•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
„ჩვენს ქსელურ მარკეტებში კვერცხის მარაგები შეივსო - პრობლემა აღმოფხვრილია“, - ამის შესახებ „ბიზნესპრენიუსს“ რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ სოფო ქაშაკაშვილმა განუცხადა.
შეგახსენებთ, რამდენიმე კვირაა მოქალაქეები ქვეყანაში მოქმედ ქსელურ მარკეტებში დახლებზე კვერცხის ნაკლებობასთან დაკავშირებით საუბრობენ. როგორც მეფრინველეობის ასოციაციაში „ბიზნესპრესნიუსს“ უცხადებდნენ, კვერცხის რაოდენობის კლება იმპორტის შემცირებამ გამოიწვია. პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომარაგების შეფერხების მიზეზი ფრინველებში გრიპის გავრცელება იყო, რამაც ადგილობრივი წარმოება შეამცირა. ფრინველის გრიპის გავრცელებას არ ადასტურებენ სურსათის უვნებლობის ეროვნულ სააგენტოში. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ სააგენტოში განუცხადეს, ფრინველში რაიმე სახის დაავადების გავრცელების შესახებ, დარგის წარმომადგენლებისგან არცერთი შეტყობინება არ მიუღიათ,
როგორც რითეილ ასოციაციის თავჯდომარემ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, კვერცხის მარაგები კვირის დასაწყისში შეივსო.
"შეივსო მარაგები ამ კვირაში და აღარ უნდა იყოს პრობლემა. შეიძლება რომ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→