
ბიზნესი
„ჩვენ მიერ მოხმარებული გაზის მეოთხედი უკვე რუსულია - საქართველოში რუსული გაზის წილი იზრდება, აზერბაიჯანულის - მცირდება“
ბიზნესპრესნიუსი
•14 იანვარი, 2026•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
„საქართველოში რუსული გაზის ხვედრითი წილი იზრდება, პარალელურად, კი მცირდება აზერბაიჯანული გაზის მოცულობა“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
შეგახსენებთ, გუშინ ტელეკომპანია „ფორმულა“ იუწყებოდა, რომ მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2025 წლის 25 დეკემბრის განკარგულება, რომელიც ასახავდა საქართველოსა და „გაზპრომს“ შორის დადებული ხელშეკრულების პირობებს, რაც გრიფით საიდუმლოა. ანონსის გავრცელებისთანავე, მთავრობის გვერდიდან აღნიშნული განკარგულება წაიშალა.
„რუსული გაზის მოცულობა 2020 წელთან შედარებით გაიზარდა ზუსტად 4-ჯერ. საქართველოში რუსული გაზის ხვედრითი წილი იზრდება, პარალელურად კი მცირდება აზერბაიჯანული გაზის მოცულობა. ძალიან უცნაურია ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანული გაზის მოცულობა 2 წლის წინ იყო 1.4 მილიარდი კუბური მეტრი, შემცირდა 2-ჯერ - 2024 წელს 700 მილიონი კუბური მეტრი იყო და 2025 წლის ბალანსი გამოქვეყნდება და დაახლოებით იმავე სურათს მივიღებთ. სამაგიეროდ, ამავე პერიოდში იზრდებოდა რუსული გაზის მოცულობა და 2024 წელს თუ 800 მილიონი კუბური...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→