მსოფლიო
ჩრდილოეთ სირიაში სამთავრობო ჯარები ქურთების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე წინ მიიწევენ
Tabula
•18 იანვარი, 2026•ავტორი: Tabula👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
18 იანვარს სირიის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, სამთავრობო ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთით ქალაქ ტაბქასა და სირიის უდიდეს კაშხალზე კონტროლი დაამყარეს. ტერიტორიას აქამდე ქურთი მებრძოლეები აკონტროლებდნენ.
CNN წერს, რომ მიუხედავად 17 იანვარს აშშ-ს მიერ თავშეკავებისკენ მოწოდებისა, სირიის ჯარები ქურთების კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებზე კვლავ წინ მიიწევენ.
უმეტესად ქურთებით დომინირებულმა სირიის დემოკრატიულმა ძალებმა (SDF) უარყვეს, რომ ქალაქზე კონტროლი დაკარგეს.
ევფრატის კაშხლის დაკავებამდე, რომელიც რაქქის პროვინციაში მდებარეობს, სირიის ძალებმა ალეპოს რეგიონში არაერთი ქალაქი და სოფელი დაიკავეს მას შემდეგ, რაც SDF-ის სარდლობამ განაცხადა, რომ ტერიტორიას დატოვებდა.
SDF-სა და სირიის არმიას შორის შეტაკებები რამდენჯერმე მოხდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას მთავრობა ხელისუფლებაში მოვიდა.
შარაამ პირობა დადო, რომ 14-წლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ ქვეყანას გააერთიანებდა, თუმცა ქურთები თავიანთი ავტონომიის გარანტიებს ითხოვენ.
SDF-ის მეთაურმა მაზლუმ აბდიმ 16 იანვარს განაცხადა, რომ მისი ძალები შა...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Tabula→