
ახალი ამბები
ჩინეთმა სანქციები დაუწესა აშშ-ს ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის გამო
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ჩინეთმა შეზღუდვები დაუწესა აშშ-ის 20 სამხედრო-სამრეწველო ფირმას და 10 მაღალი რანგის პირს ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის გამო. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ იარაღის მიყიდვა „ძირს უთხრის ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.სანქციები მოიცავს აქტივების გაყინვას და სიაში შეტანილ ორგანიზაციებთან და ფიზიკურპირებთან თანამშრომლობის აკრძალვას. ფიზიკურ პირებს ასევე ეკრძალებათ ჩინეთში შესვლა.სანქციები ძალაში შედის 26 დეკემბრიდან.დეკემბრის დასაწყისში ტრამპის ადმინისტრაციამ დაამტკიცა ტაივანისთვის რეკორდული 11.1 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის მიყიდვა. პაკეტი მოიცავდა HIMARS-ის სისტემებს, Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, Altius-ის დრონებს, ჰაუბიცებს და სხვა აღჭურვილობის კომპონენტებს.ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა გადაწყვეტილება. უწყებამ განაცხადა, რომ ეს დაარღვევს ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიურ შეთანხმებებს, სერიოზულ ზიანს მიაყენებს ჩინეთის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას და ტერიტორიულ მთლიანობას და ძირს უთხრის რეგიონულ სტაბილურობა...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→