ჩინეთმა და კანადამ ტარიფების შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა და კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კერნიმ პეკინში გამართული მნიშვნელოვანი შეხვედრის შემდეგ ტარიფების შემცირების შესახებ მიღებული შეთანხმება გამოაცხადეს, ეს გადატვირთვის სიგნალად მიიჩნევა ორი ქვეყნის ურთიერთობაში.
კარნიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩინეთი, სავარაუდოდ, პირველი მარტისთვის კანადურ რაფსის ზეთზე გადასახადებს 85%-დან 15%-მდე შეამცირებს, ხოლო ოტავა დათანხმდა ჩინურ ელექტრომობილებზე ყველაზე ხელსაყრელი ქვეყნებისთვის დაწესებული განაკვეთით, 6.1%-ით დაბეგვრას.
ელექტომობილებზე და სხვა პროდუქტებზე კანადამ გასული წლის მარტში დაუწესა ჩინეთს მაღალი ტარიფები, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის კვალდაკვალ. დასავლეთის მთავრობების განცხადებით, ჩინეთის სუბსიდიები მათ მრეწველობას უსამართლო უპირატესობას ანიჭებს. საპასუხოდ, ჩინეთმა თითქმის 100%-იანი ტარიფები დააწესა კანადის სოფლის მეურნეობის პროდუქტებისთვის.
დღეს მიღწეული შეთანხმება, სერიოზული წინსვლაა ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი დაძაბული ურთიერთობის ფონზე.
სი ძინპინი ურთიერთობების „გადახედვას“ მიესალმა. თავის...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→