ჩინეთი მოუწოდებს აშშ-ს, შეწყვიტოს გრენლანდიასთან დაკავშირებით "ჩინურ საფრთხეზე" საუბარი
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ჩინეთმა არაერთხელ გამოხატა თავისი პოზიცია გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით და მოუწოდა შეერთებულ შტატებს, შეწყვიტოს ეგრეთ წოდებული „ჩინური საფრთხის“ გამოყენება საკუთარი ინტერესების განსახორციელებელ საბაბად, განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გუო ძიაკუნმა.
ჩინური მედიის თანახმად, დიპლომატმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ გაეროს წესდების მიზნებსა და პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო სამართალი არსებული საერთაშორისო წესრიგის საფუძველია და მკაცრად უნდა იყოს დაცული.
გუო ძიაკუნმა ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელი განცხადების საპასუხოდ გააკეთა.
17 იანვარს დონალდ ტრამპმა თქვა, რომ სავაჭრო ტარიფებს დაუწესებს ყველა იმ ქვეყანას, რომლებიც მხარს უჭერენ დანიის ტერიტორიულ მთლიანობას და საკუთარი სამხედროები გააგზავნა გრენლანდიაში.აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, 10%-იანი ტარიფები პირველი თებერვლიდან დაუწესდება დანიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ნიდერლანდს, ფინეთს, ნორვეგიასა და დიდ ბრიტანეთს. ხოლო თუ შეთანხმება არ შედგება, პირველი ივნისიდან ტ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→