
ახალი ამბები
„ჩინეთი აშშ-ს მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ“ გაათავისუფლოს მადურო და მისი მეუღლე
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ჩინეთმა აშშ-ს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს აშშ-ში, წინასწარ პატიმრობაში მყოფი ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე, სილია ფლორესი, რომლებიც ვენესუელაში ჩატარებული ამერიკული სამხედრო ოპერაციის შედეგად კარაკასში დააკავეს.
„ჩინეთი მოუწოდებს აშშ-ს, უზრუნველყოს პრეზიდენტ მადუროსა და მისი მეუღლის პირადი უსაფრთხოება, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პრეზიდენტი მადურო და მისი მეუღლე, შეწყვიტოს ვენესუელის რეჟიმის დამხობის მცდელობები და საკითხი დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით მოაგვაროს“, - ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც CNN ავრცელებს.
ცოტა ხნით ადრე ოფიციალურმა პეკინმა განაცხადა, რომ „ჩინეთი ღრმად შოკირებულია და მკაცრად გმობს აშშ-ის მიერ ძალის აშკარა გამოყენებას სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ...აშშ-ის ასეთი ჰეგემონიური ქმედებები სერიოზულად არღვევს საერთაშორისო სამართალს და ვენესუელის სუვერენიტეტს და საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის რეგიონში“
„ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ს, დაიცვას საერთაშორისო სამა...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→