
ტექნოლოგია
ჩეხეთი, თითქმის 20 წელია, სასამართლო საქმეების გაციფრულებას ამაოდ ცდილობს, რის გამო ევროკავშირის დაფინანსების დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას
Commersant👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
გაციფრულების (დიგიტალიზაციის) დაუსრულებელმა პროექტმა ჩეხეთის რესპუბლიკას, შესაძლოა, ევროკავშირისგან მისაღები ათობით მილიონი კრონა დააკარგვინოს. იუსტიციის ახალი მინისტრის განცხადებით, ე.წ. „ელექტრონული დოსიე“, რომლის შექმნაზეც სახელმწიფო 18 წელია მუშაობს, დღემდე არ არის მზად და გაურკვეველია, შეძლებს თუ არა მისი უწყება დათქმული დროისთვის - მიმდინარე წლის შემოდგომისთვის - მის დროულად დასრულებას.„როდესაც ადვოკატს საქმის მასალების გაცნობა სურს, მას ხშირად მთელი ქვეყნის მასშტაბით უწევს მგზავრობა. ეს დამატებითი ხარჯია კლიენტისთვის ან სახელმწიფოსთვის - იმის მიხედვით, თუ ვინ იხდის ადვოკატის მომსახურების საფასურს. ეს ნიშნავს, რომ აქ უზარმაზარი თანხები იხარჯება“, - აცხადებს ჩეხეთის მოსამართლეთა კავშირის პრეზიდენტი, ლიბორ ვავრა.ჩეხეთის იუსტიციის სამინისტრო ელექტრონულ საქმისწარმოებაზე გადასვლას 2008 წლიდან ცდილობს. გაციფრულების დასრულების ვადა რამდენჯერმე გადაიდო, ბოლოს ეს გასულ წელს მოხდა. „გაციფრულება ნახევარ წელიწადში შეუძლებელია, მე ვფიქრობ, რომ ეს ერთი სახელისუფლებო ვადის განმავლობაშიც კი ვერ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Commersant→