პოლიტიკა
ბულგარეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგება
Tabula
•19 იანვარი, 2026•ავტორი: Tabula👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა ორშაბათს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგება, რამაც, Reuters-ის ცნობით, გააძლიერა სპეკულაციები, რომ რადევი საკუთარ პოლიტიკურ პარტიას ჩამოაყალიბებს მას შემდეგ, რაც დეკემბერში წინა მთავრობა გადადგა.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის ნოემბერში ბულგარეთში საყოველთაო არჩევნების ჩატარებასაა მოსალოდნელი, თუმცა, კონკრეტული თარიღი ჯერ არ არის განსაზღვრული.
რადევი ძირითადად ცერემონიულ თანამდებობაზე 2027 წლის იანვრამდე უნდა ყოფილიყო, თუმცა, მან განაცხადა, რომ 20 იანვარს ქვეყნის კონსტიტუციურ სასამართლოში გადადგომის შესახებ განცხადებას შეიტანს. დამტკიცების შემთხვევაში კი მას ვიცეპრეზიდენტი ილიანა ლოტოვა ჩაანაცვლებს, სანამ ნოემბერში საპრეზიდენტო არჩევნები არ გაიმართება.
ცნობისთვის, ბულგარეთის პრემიერმინისტრმა, როსან ჟელიაზკოვმა გასული წლის 11 დეკემბერს მთავრობის გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც განცხადებას რამდენიმე კვირის განმავლობაში წინ უძღოდა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისა და კორუფციასთან ბრძოლის წარუმატებლობის მიმა...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Tabula→