![ბრიტანეთის მთავრობა მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გამოაქვეყნოს [ქიმიური იარაღის] შესაძლო გამოყენებაზე გამოძიების შედეგები](https://gdb.rferl.org/B530D780-303F-466C-B464-9D15B0C05971_w1024_h630.jpg)
პოლიტიკა
ბრიტანეთის მთავრობა მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გამოაქვეყნოს [ქიმიური იარაღის] შესაძლო გამოყენებაზე გამოძიების შედეგები
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ბრიტანეთის მთავრობის საგარეო ოფისი დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრის, ჯორჯ ფოლკსის შეკითხვების პასუხად, აპირებს თუ არა დიდი ბრიტანეთის მთავრობა სანქციები დააწესოს საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, 18 დეკემბერს წერს:
"ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამოაქვეყნოს გამოძიების შედეგები, რომელიც, როგორც ირწმუნებიან, ამ განცხადებების საფუძველზე ჩატარდა და განვაგრძობთ მოწოდებას, დაიცვას შეკრების თავისუფლება და პასუხისგებაში მისცეს დემონსტრანტების მიმართ გადაჭარბებულ ძალადობაში პასუხისმგებელი პირები", - ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის საგარეო ოფისის პასუხში, ლორდთა პალატის წევრის, ჯორჯ ფოლკსის მიერ 4 დეკემბერს გაგზავნილი შეკითხვის პასუხად.
მანამდე ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა საქართველოს გენერალური პროკურორისთვის გაგზავნილ წერილში, - რაც მოჰყვა BBC-ს ჟურნალისტურ გამოძიებას საქართველოში აქციების, სავარაუდოდ, „კამიტით“ დაშლაზე, - მოითხოვა განახლებული ინფორმაცია, თუ რა ეტაპზეა გამოძიება პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე.
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→