ბრენდულ არყებს „ალგანის“ რუსთავის ოფისში აყალბებდნენ - ფინანსური პოლიცია
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები შპს „დაცვის კომპანია ალგანი“-ს ოფისში ამზადებდნენ სხვადასხვა ბრენდული დასახელების არყებს, ასევე ბეჭდავდნენ ყალბ აქციზურ მარკებს, რომლითაც აღნიშნულ ალკოჰოლურ სასმელებს ეტიკეტირებას უკეთებდნენ. დამზადებული ფალსიფიცირებული პროდუქცია რეალიზდებოდა ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არსებულ სარეალიზაციო პუნქტებსა და კვების ობიექტებში“, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა „ალგანს“. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
უწყების ცნობით, ამოიღეს 204 ბოთლი ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი, ჩამოსასხმელად გამზადებული 402 ცალი ცარიელი ბოთლი და 1 053 ცალი ყალბი აქციზური მარკა, აგრეთვე კომპიუტერული ტექნიკა, რომელშიც ელექტრონულად იყო განთავსებული ყალბი აქციზური მარკების ფაილები.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 200¹ მუხლის მე-2 ნაწილითა და 197-ე მუხლის მე-3 ნაწილით. დაკავებულებს ხუთიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→