Bloomberg: ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ წევრობისთვის მილიარდ დოლარს ითხოვს
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ე.წ. „მშვიდობის საბჭოში“ მუდმივი ადგილის მოპოვების მსურველ ქვეყნებს სთხოვს შესატანს - მინიმუმ 1 მილიარდ დოლარს, იტყობინება Bloomberg-ი, რომელიც გაეცნო ჯგუფის წესდების პროექტს.სახელმწიფოები, რომლებიც შესატანს გადაიხდიან წესდების ძალაში შესვლიდან პირველი წლის განმავლობაში, მიიღებენ მუდმივ წევრობას; სხვები კი - არაუმეტეს სამი წლის ვადით. დოკუმენტის თანახმად, ტრამპი „მშვიდობის საბჭოს“ პირველი თავმჯდომარე გახდება და გადაწყვეტს, თუ ვის მოიწვევს ორგანიზაციაში. მას ასევე ექნება ჯგუფის წევრების გარიცხვის უფლებამოსილება, თუ ეს გადაწყვეტილება არ იქნება დაბლოკილი ხმების ორი მესამედის უმრავლესობით.ჯგუფში გადაწყვეტილებების მიღება მოხდება ხმათა უმრავლესობით; თითოეულ წევრ-სახელმწიფოს ექნება ერთი ხმა. თუმცა, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ყველა გადაწყვეტილება თავმჯდომარის მიერ უნდა დამტკიცდეს.აშშ-ის ოფიციალურმა პირმა, რომლის ვინაობაც არ დასახელებულა, Bloomberg-ს განუცხადა, რომ შეგროვებული თანხები გამოყენებული იქნება „მშვიდობის საბჭოს“ მანდატის შესასრულებლად,...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→