პოლიტიკა
Bloomberg: ტრამპი "მშვიდობის საბჭოს" სამუდამო წევრობისთვის ქვეყნებს $1 მილიარდს სთხოვს
Tabula
•18 იანვარი, 2026•ავტორი: Tabula👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
Bloomberg-ის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია იმ ქვეყნებს, რომლებსაც მისი ახალი მშვიდობის საბჭოს მუდმივი წევრობა სურთ, სულ მცირე, 1 მილიარდი დოლარის გადახდას სთხოვს.
Bloomberg-ის მიერ ნანახი მშვიდობის საბჭოს წესდების პროექტის მიხედვით, ტრამპი საბჭოს პირველი თავმჯდომარე იქნება და სწორედ ის გადაწყვეტს, ვინ გახდება ჯგუფის წევრი. ამასთან, პროექტში გათვალისწინებულია გადაწყვეტილებების უმრავლესობით მიღების პრინციპიც - თითოეულ წევრ სახელმწიფოს ერთი ხმა ექნებოდა - თუმცა ყველა მათგანი თავმჯდომარის დამტკიცებას დაექვემდებარებოდა.
"ყოველი წევრი სახელმწიფო ამ წესდების ძალაში შესვლიდან არაუმეტეს სამი წლის ვადით იმსახურებს, თავმჯდომარის მიერ განახლების შესაძლებლობით. სამწლიანი წევრობის ვადა არ გავრცელდება იმ წევრ სახელმწიფოებზე, რომლებიც წესდების ძალაში შესვლიდან პირველი წლის განმავლობაში მშვიდობის საბჭოში ნაღდი სახსრების სახით 1 000 000 000 აშშ დოლარზე მეტს შეიტანენ" - ნათქვამია პროექტში.
წესდების პროექტი მიუთითებს, რომ ფინანსების კონტროლი თავად ტრამპის ხელში იქნებოდა....
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Tabula→