
მსოფლიო
ბერლინში დასრულდა უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის ომის დასრულების გეგმის გარშემო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
Radio Tavisupleba👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
გერმანიის დედაქალაქში დასრულდა უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის სამშვიდობო გეგმის გარშემო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი, - გაავრცელა უკრაინულმა მედიამ ცნობა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველ დმიტრო ლიტვინს ეყრდნობა.მოლაპარაკება, რომელშიც მონაწილეობდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები სტივენ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, 14 დეკემბერს ბერლინში დაიწყო და ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
მედიის ცნობით, 15 დეკემბრის შეხვედრა დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. ზელენსკიმ კვლავ მიიღო მონაწილეობა მათში. შემდეგ ის გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შესახვედრად გაემგზავრა.Reuters-ის თანახმად, ზელენსკის განაცხადა, რომ მოლაპარაკება აშშ-ის წარმომადგენლებთან არ იყო იოლი, მაგრამ - პროდუქტიული. ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ახლა უკრაინაზე თავდასხმებს მოლაპარაკებებზე ზეწოლის ბერკეტად იყენებს.
უკრაინის დელეგაციის წევრმა რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ ბერლინში აშშ-ის დელეგაციასთან ორდღიანი მოლაპარაკებების...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→