
მსოფლიო
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა მოსახლეობარს მოუწოდა, მზად იყოს სხვაგან გადასასვლელად
Radio Tavisupleba👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა მოსახლეობას მოუწოდა, საცხოვრებლად სხვაგან გადასვლისთვის იყვნენ მზად გათბობისა და ელექტრომომარაგების პრობლემებთან დაკავშირებით „რთული, საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში“.
ოლქში ენერგეტიკული კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინის არმიამ 9 იანვრის ღამეს ორ თბოელექტროსადგურსა და ქვესადგურზე მიიტანა იერიში. თავდასხმისთანავე გლადკოვმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 556000 ადამიანი, თითქმის იგივე რაოდენობა - გათბობის გარეშე, ხოლო 200000 - წყლის გარეშე. ტელეგრამის არხმა „პეპელმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბელგოროდში 60-ზე მეტ საწარმოს ელექტროენერგიის გამოყენების უფლება მისცეს მხოლოდ ღამით - ღამის 12 საათიდან დილის 8:00 საათამდე. გარდა ამისა, ელექტრომომარაგებაში შეფერხებების გამო არ მუშაობს სავაჭრო ცენტრების, „რიოს“, „მეგაგრინისა“ და „სიტიმოლის“ ათობით მაღაზია.
13 იანვარს გუბერნატორმა განაცხადა, რომ „შეუძლებელია“ საცხოვრებელი სახლების, მრავალბინიანი კორპუსებისა და სამრეწველო საწარმოების ელექტრომომარაგების სრულად აღდგენა სარეზერვო დ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→