
მსოფლიო
ბელარუსში სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით გაასამართლეს რუსეთის მხარეს მებრძოლი პირი
Radio Tavisupleba👁️2
📰 სტატიის მონაკვეთი
ბელარუსში სახელმწიფოს ღალატის და გადაბირებულ მებრძოლად ყოფნის ბრალდებებით გაასამართლეს უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის მხარეს მებრძოლი პირი, მაქსიმ ზეზიულჩიკი. ამ ცნობას ავრცელებს უფლებადამცველი ინიციატივა DissidentBY.
უკრაინის ტყვეობაში მყოფმა ზეზიულჩიკმა 2023 წელს ინტერვიუ მისცა უკრაინელ ბლოგერს, ვოლოდიმირ ზოლკინს. მან თქვა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაში წარმოებულ ომამდე კონტრაქტით მსახურობდა ბელარუსის საგანგებო ოპერაციების ძალებში, შემდეგ კი კერძო საბრძოლო კომპანიაში გადავიდა.
ზეზიულჩიკის თქმით, კერძო საბრძოლო კომპანიაში შესვლა მას ბატალიონის მეთაურის მოადგილემ შესთავაზა, ჯერ კიდევ 2021 წლის დეკემბერში - ორი თვით ადრე, ვიდრე რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს დაიწყებდა. "ჩვენს ჯგუფს ევალებოდა დივერსიული ქმედებები უკრაინის ტერიტორიაზე" - ამბობს ზეზიულჩიკი ამ ინტერვიუში.
გარდა ამისა, ზეზიულჩიკმა თქვა, რომ ბელარუსის და რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები, რომლებსაც სამოქალაქო სამოსი ეცვათ, 2020 წელს ომონს ეხმარებოდნენ ბელარუსში დემონსტრაციების დაშლაში.
ფრონტზე მოხვედრის...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→