
მსოფლიო
„ბელარუსის გარდა არსად გამიგია, რომ კიტრი-პომიდვრის ფასზე პოლიციამ და პროკურატურამ უნდა იზრუნოს“ - ვახტანგ ბეჟიტაშვილი
ბიზნესპრესნიუსი
•24 დეკემბერი, 2025•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
„ბელარუსის გარდა არსად გამიგია, რომ კიტრი-პომიდვრის ფასზე პოლიციამ და პროკურატურამ უნდა იზრუნოს“, - ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ვახტანგ ბეჟიტაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას სურსათის ფასებთან დაკავშირებით.
როგორც ბეჟიტაშვილი აღნიშნავს, საქართველოში მოქმედი სურსათის მაღალი ფასები გამოწვეულია ინფლაციით, ადგილობრივი წარმოების სიმცირითა და მზარდი იმპორტით.
„ფასებთან დაკავშირებით არსებული ტენდენცია, პირველ რიგში, ინფლაციის ბრალია; მეორე, ყველაზე მთავარი მიზეზი ამის არის ის, რომ ადგილობრივი წარმოება არის ცუდ მდგომარეობაში და განადგურების პირას არის სოფლის მეურნეობის თითქმის ყველა დარგი; იმპორტი არის ჭარბი რაოდენობით და ადგილობრივი წარმოება იმდენად სუსტია, რომ ექსპორტზე გატანის ნაცვლად, იმპორტზე შემოგვაქვს ძალიან ბევრი ხილი და ბოსტნეული. ეს არის მთავარი მიზეზი მაღალი ფასების, იმიტომ რომ, იმპორტზე შემოსული პროდუქცია არის ყოველთვის ძვირი, მას სჭირდება ტრანსპორტირება, განბაჟება და სხვადასხვა ხარჯები ახლავს თან. რითეილ სექ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→