მსოფლიო
ბელარუსი: ტრამპმა ლუკაშენკო "მშვიდობის საბჭოს" დამფუძნებლად მიიწვია
Tabula
•19 იანვარი, 2026•ავტორი: Tabula👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ალექსანდერ ლუკაშენკოს გაუგზავნა შეთავაზება, რომ ბელარუსი მშვიდობის საბჭოს დამფუძნებელი გახდეს.
სამინისტროს მიხედვით, ბელარუსის პრეზიდენტი პოზიტიურად გამოეხმაურა შეთავაზებას. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ბელარუსი მზად არის მონაწილეობა მიიღოს მშვიდობის საბჭოს აქტივობებში და იმედს გამოთქვამს, რომ ორგანიზაცია წარდგენილი მანდატის მიღმაც შეძლებს მუშაობას.
მანამდე, კრემლმაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპმა საბჭოს წევრად რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მიიწვია.
კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთის ლიდერი ამჟამად წინადადებას განიხილავს.
"რუსეთი ამერიკულ მხარესთან კონტაქტს ინიციატივის ყველა ნიუანსის დასაზუსტებლად გეგმავს," - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, 17 იანვარს, თეთრმა სახლმა "მშვიდობის საბჭოს" წევრების ნაწილი დაასახელა.
დასახელებულ პირებს შორის არიან აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ბრიტანეთის ყოფილი პრ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Tabula→