
მსოფლიო
ბელარუსი კაცები წითელი პომადით - მარია კოლესნიკავას მხარდამჭერი ფლეშმობი, რომელსაც პროპაგანდა „სამარცხვინოს“ უწოდებს
Radio Tavisupleba👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
13 დეკემბერს ბელარუსის ხელისუფლებამ, აშშ-ის სანქციების ნაწილის მოხსნის სანაცვლოდ, ციხიდან გაათავისუფლა 123 პოლიტპატიმრისგან შემდგარი დიდი ჯგუფი. გათავისუფლებულთა შორის იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი ფიგურა, მათ შორის 2020 წლის საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი ლიდერი, მარია კოლესნიკავა.
კოლესნიკავა, ისევე როგორც თითქმის ყველა სხვა გათავისუფლებული პოლიტპატიმარი, რამდენიმე წლის განმავლობაში წამებასთან გათანაბრებულ პირობებში იმყოფებოდა: ძირითადად სამარტოო საკანში, ოჯახთან კონტაქტის გარეშე. თუმცა, ამან ის ვერ გატეხა. გათავისუფლებისთანავე გადაღებულ ფოტოებზე მარია კალესნიკავა იღიმის და ხელისგულებით გულის ნიშანს აკეთებს:
ასევე, გათავისუფლებისთანავე კოლესნიკავას სახეზე გაჩნდა მისივე „საფირმო“ კაშკაშა წითელი პომადა, რომელსაც ის 2020 წლის ყველა საპროტესტო აქციაზე იყენებდა:
მარიას და სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება სასიხარულო მოვლენა იყო ბევრი ბელარუსელისთვის როგორც სამშობლოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. პოლიტიკური პატიმრის მხარდაჭერის გამოსახატავად, ბევრმა ბელარუსმა ქალმა სოციალურ მედიაში...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→